დღე პირველი
განვიხილეთ პროექტებით სწავლების მნიშვნელობა და ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება პროექტული სწავლების დროს. ყველა საკითხი საინტერესოდ წარადგინა ტრენერმა. შვარჩიე პროექტის თემა და ვიმუშავე ბროშურის შაბლონზე.
დღე მეორე
მეორე დღე საინტერესო და სახალისოდ წარიმართა. ყურადღება გავამახვილეთ პროექტის დაგეგმვისას სტანდარტის გათვალისწინებაზე, მოსწავლეთა მოტივაციის და ჩართულობის მიზნით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვიების სწორად ფორმულირებაზე.საინტერესო და ნაყოფიერი ტრენინგია. დიდი მადლობა ტრენერს ბატონ ირაკლის.
დღე მესამე
გავეცანი საავტორო უფლებებს, შეფასების რუბრიკას.ვისწავლე გამოყენებული ლიტერატურის სიის შედგენა. ტრენინგის მსვლელობისას საინტერესო და მნიშვნელოვან კითხვებს ტრენერი გასაგებად ხსნის.
დღე მეოთხე
ვისწავლე ვორდის დოკუმენტის კომენტირება, ვიმუშავე მოსწავლის ნიმუშის შედგენაზე. ვიმუშავე მოსწავლის ნიმუშის შედგენაზე -ბუკლეტზე. გავეცანი მოსწავლის ნამუშევრის შედგენის კრიტერიუმებს და შევადგინე შეფასების რუბრიკა.
დღე მეხუთე
ვისაუბრეთ მოსწავლეთა პროექტების შეფასებაზე, განვიხილეთ შეფასების რუბრიკები. როგორ შეიძლება მოსწავლის ჩართვა შეფასების პროცესში.გადავხედეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებს და პროექტის გეგმებს. საინტერესო და ნაყოფიერი სამუშაო დღე იყო.
დღე მეექვსე
ერთმანეთს გავუზიარეთ სავარაუდო ნაშრომები და შეფასების რუბრიკები. მოვირგეთ მოსწავლის ფუნქცია , შემდეგ დავუბრუნდით ისევ ნაცნობ მასწავლებლის როლს და შეფასების რუბრიკებზე ვიმუშავეთ. კითხვარის შედგენა ვისწავლე და ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა კითხვარის შევსებაზე.
დღე მეშვიდე
განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები და შეფასების სქემები, ერთმანეთს მივეცით რჩევები.ჩვენი ნამუშევრები გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.ტრენინგის მსვლელობისას იყო საინტერესო კითხვები რაზეც ტრენერი ამომწურავად პასუხობდა. მადლობა საინტერესო ტრენინგისთვის.
დღე მერვე
განვიხილეთ დავალებები , მოსწავლის ნამუშევრები , სასწავლო პროექტის გეგმები, ერთმანეთს მივეცით რჩევები. ასევე ტრენერი გვაძლევდა რჩევებს და ჩვენთვის საინტერესო კითხვებს პასუხობდა.განვიხილეთ ჩემი პრეზენტაცია და მივიღე სასარგებლო რჩევები.
დღე მეცხრე
მოეწყო ყველა მონაწილის სასწავლო პროექტის ჩვენება, თითოეული მონაწილის პორტფოლიო შეფასდა ურთიერთშეფასების ცხრილის მიხედვით. მოხდა უკუკავშირი.ჩემი პორტფოლიო შეფასდა დადებითად. ძალიან საინტერესო ტრენინგია , მადლობა ტრენერს ამ საინტერესო ცხრა დღისთვის.